Sunday, March 13, 2011

ვაჟა–ფშაველა – მთის არწივი


  1. პროექტის სახელწოდება:  ვაჟა–ფშაველა – მთის არწივი 
  2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2წინადადებით:მოსწავლეებმა გააცნობიერონ სიღრმისეულად ვაჟა–ფშაველას პიროვნება, მისი როლი ქართულ სიტყვაკაზმულ მწერლობაში.
  3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერონ და შეისწავლონ, თუ რა ადგილი უკავია ქართულ მწერლობაში ვაჟა–ფშაველას, რატომ უწოდა მას ქართველმა ხალხმა მთის არწივი. ძირეულად გაეცნობიან ვაჟას ბიოგრაფიას და შემოქმედებას. მოეწყობა ექსკურსია ვაჟა–ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში.გაეცნობიან  არაგვის ხეობას და საერთოდ იმ გეოგრაფიულ მდებარეობას, სადაც დაიბადა და გაიზარდა ქართველი ხალხის, ქართული მწერლობის სიამაყე, მთის არწივად წოდებული – ვაჟა–ფშაველა.მოსწავლეები  გაეცნობიან თუ რატომ აიღო ლუკა რაზიკაშვილმა ფსევდონიმად –,, ფშაველა.''  მისი შემოქმედების შესწავლის საფუძველზე მოსწავლეები ეცნობიან და აანალიზებენ მთის კუთხის ტრადიციებს, აკვირდებიან იქ გავრცელებულ სხვადასხვა რიტუალებს, ქართულ ხალხურ მუსიკალურ საკრავებს, ეცნობიან ქართულ ფოლკლორს.მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა გამოჩენილი ადამიანების მოსაზრებებსა და გამონათქვამებს ვაჟა–ფშაველას პიროვნებისა და მისი შემოქმედების შესახებ. გაიგებენ თუ რატომ  წერდა იგი ნაწარმოებების გარკვეულ ნაწილს ფშაური დიალექტით. მოაწყობენ გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება ვაჟას ნაწარმოებთა  გმირები ნახატების სახით. შეძლებენ შექმნან  მის შემოქმედებასთან დაკავშირებით ფოტოკოლაჟი, კედლის გაზეთი, მოაწყონ ვაჟა–ფშაველას ნაწარმოებების მხატვრული კითხვის დღე  და ა.შ. შეძლონ კვლევა, მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, ჯგუფური მუშაობა, მიზნობრივი ექსკურსიები, ნამუშევრების განთავსება გლოგში.
  4. პროექტის მიზნები:  ვაჟა–ფშაველას პიროვნების შესწავლა ძირეულად. მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი. გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.  განუვითაროს მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევა.
  5. მონაწილეთა ასაკი: V-Vlll-lX –კლ.
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ჩანახატების, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია, ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით. შეისწავლიან  ვაჟა–ფშაველას ბიოგრაფიასა და შემოქმედებას, ხოლო ამის ფონზე მოსწავლეები გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი კუთხის , ფშავ–ხევსურეთის ადათ–წესებს, უკეთ შეიცნობენ ერის ისტორიას, კულტურასა და ხასიათს. 
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, ბლოგის მომზადება, პრეზენტაციის გაკეთება, სლაიდშოუ, ფოტო აპარატი, ვიდეო კამერა, ფურცლები, საწერკალმები, ფორმატები, სახატავი მასალები, ნახატების გამოფენა, მხატვრული კითხვა, ფოლკლორული წყაროები, ექსკურსიისთვის– ავტობუსი, ვაჟა–ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი წიგნები სხვადასხვა ავტორთა ხელმძღვანელობით, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, მწერლების, პოეტების გამონათქვამები, წერილები, გამოკვლევები ვაჟა–ფშაველასთან დაკავშირებით.
  9. პროექტის მსვლელობა(ძირითადიაქტივობები):  კვლევა,მასალის მოძიება ძირითადი და დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, ჯგუფური მუშაობები, მიზნობრივი ექსკურსიები, ნამუშევრების განთავსება ბლოგში.
  10. საგნებთან/საგნობრევ ჯგუფებთან/ ეროვნ სასწავლო გეგმასთან კავშირიულ:  ქართული – სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, ლიტ. ნაწარმოებების,  ბიოგრაფიის გაცნობა, მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა. ისტორია – გაეცნობიან ეპოქას, მთის კუთხეების ტრადიციებს. გეოგრაფია – გაეცნობიან აღნიშნული კუთხეების გეოგრაფიულ  მდებარეობას.  ხელოვნება – მთაში არსებული კულტურული ძეგლების მოძიება, ლიტ. ნაწარმოებების გაცნობისას წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა,მონაწილეობა სხვსდასხვა სახის ღონისძიებაში (ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია). ისტ–ი ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება. მუსიკა – მოსწავლეები ეცნობიან ქართულ ხალხურ საკრავებს.
  11. პროექტის სახელმძღვანელო(მასწავლებელი):  მ. არავიაშვილი
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maiaaraviashvili78@gmail.com
  13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:maiaaraviashvili.blogspot.com